,,რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა და ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერს.

,,ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის,” – განაცხადა ზახაროვამ.

რუსული მედიის ცნობით, მანამდე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი პარტია “საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა გამოთქვა.

მსგავსი თემები