მარნეულში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა 4 მცირეწლოვანი

მარნეულში, გვიან ღამით, ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა, აქედან ორი უკვე გადაყვანილია ადგილობრივ საავადმყოფოში.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. თვითმხილველები ყვებიან, რომ ,,ფორდის” ტიპის მიკროავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც გზაზე გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა.

მსგავსი თემები