,,საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს” – ო’ბრაიენი

,,საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დაუხუროს კარი საქართველოს ევროპულ მომავალს” – წერს X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი და ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ლუქსემბურგშ გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, თუმცა ის დაიხურება, თუ საქართველოს ხელისუფლება იგივე კურსს გააგრძელებს.

ო’ბრაიენი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო 32 წელში აშშ-მა საქართველოს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწია:

,,32 წელზე მეტია, აშშ მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის ძალების მშენებლობას, მომზადებასა და აღჭურვას; საავადმყოფოებსა და სკოლებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს”, – წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

მსგავსი თემები