“ქართველი ერის მისწრაფებები ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია” – ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ ბასი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართველი ერის მისწრაფებები “ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”.

“ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ბორელმა აღნიშნა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც , განაცხადა რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.

მსგავსი თემები