,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს” – ბრაჟე

,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს”, – ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე.

,,საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს.

ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს ხელს უშლის. კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა წინასწარ, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ პირობებს”, – განაცხადა ბრაჟემ.

მსგავსი თემები