,,დაე დავსანქცირდე” – ირაკლი ზარქუა

,,დაე დავსანქცირდე”, – აცხადებს დეპუტატი ზარქუა ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე საუბრისას.

,,სავარაუდოდ, ევროპაშიც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”, – ამბობს ზარქუა.

მსგავსი თემები