„მამარდაშვილმა გაგვაწამა“- რას წერს ჩეხი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თამაში შეაფასა ერთადერთი გოლის ავტორმა, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა პარიკ შიკმა. შიკი ამბობს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მათ შანსი არ დაუტოვა. ჩეხი ფეხბურთელის თქმით, ქართველმა მეკარემ ისინი „გააწამა“.

“რა თქმა უნდა, შედეგი საკმარისი არაა. უკეთესები ვიყავით, უფრო მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მამარდაშვილმა პირველ ტაიმში გამოგვიჭირა და გაგვაწამა. შემდეგ პენალტის ეპიზოდი იყო და გასახდელში დამარცხებულები შევედით.

“შემდეგ გავათანაბრეთ და ძალიან ბევრს ვუტევდით, მაგრამ მეორე გოლი ვერაფრით გავუტანეთ, ბევრი შეცდომებიც დავუშვით და მათმა მეკარემ კვლავ მარტივად მოიგერია ჩვენი ნებისმიერი დარტყმული”- ამბობს ჩეხი ფეხბურთელი.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. გიორგი მამარდაშვილმა 11 მოგერიება შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი თემები