სასაზღვრო პუნქტი პოლონეთსა და ბელარუსთან შესაძლოა დაიხუროს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

მისი განმარტებით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.

 

მსგავსი თემები