საქართველოსა და ჩეხეთის მატჩამდე ორი საათი რჩება – გულშემატკივრები ემზადებიან

ისტორიული მატჩის დაწყებამდე, ორი საათი რჩება. საქართველო- ჩეხეთს შორის დაპირისპირება თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ  გერმანიაში ჩასულმა ქართველებმა ჰამბურგის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ქომეგებმა საქართველოს დროშებით ქართული ცეკვებიც შეასრულეს.

დიდი სამზადისია თბილისშიც. გულშემატკივრები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გერმანიაში ჩასვლა, ისტორიულ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონიდან მიადევნებენ თავალს.   სტადიონის ადმინისტრატორები ამბობენ, რომ ცხელი ამინდის გამო მაყურებლებს ქუდებს გადასცემენ და მათი მდგომარეობის შემსუბუქებას შეეცდებიან.

 

მსგავსი თემები