უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას, უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, X-101/X-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 16 რაკეტა და 13 დრონი გაუშვეს.

მსგავსი თემები