აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს

შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს. ამის შესახებ, “ეხო კავკაზას” ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებიც აღარ ექნებათ. დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც.

რუსეთის ელჩის თქმითვე, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.

 

მსგავსი თემები