ტრამპი ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკული უნივერსიტეტის, „ემერსონ კოლეჯის“ და გამოცემა „ჰილის“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში. გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ექვსი შტატი სავარაუდოდ გადაწყვეტს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

გამოკითხვების თანახმად, ტრამპი არიზონასა და ჯორჯიაში ბაიდენს 4%-ით პროცენტით უსწრებს, ვისკონსინსა და ნევადაში 3%-ით, პენსილვანიაში 2%-ით, მიჩიგანში კი ტრამპი 1%-ით ლიდერობს.

მსგავსი თემები