,,ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში, იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ” – თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება

,,ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში… იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ”, – დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს.

,,ხალხო, ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში, უნივერსიტეტის მიმდებარედ. პოლიციაც მაგ ტერიტორიაზე ეძებს. იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ. აღარ ვიცი უკვე. საუბარია საპატრიარქოს უნივერსიტეტზე, ბაგებში”, – წერს ირმა მალაციძე.

ცნობილია, რომ კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599311090

მსგავსი თემები