ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება – POLITICO

ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. ,,პოლიტიკო” წერს, რომ ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეცვლის.

უნგრეთისა და სლოვაკეთის დასტურის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე, მოხსნა.

რუტე თანამდებობას 2 ოქტომბერს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იკავებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.

მსგავსი თემები