ჰაჯის დროს დაღუპულ მომლოცველთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა – AFP

ჰაჯის დროს მექაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა დაურეგისტრირებელი მომლოცველია. უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხე გახდა.

ჰაჯი 14 ივნისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, რიტუალში მონაწილეობა 1,8 მილიონმა მომლოცველმა მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მექაში +50 გრადუსს აღემატებოდა.

მომლოცველების მასობრივი გარდაცვალება მექაში პრაქტიკულად ყოველწლიური მოვლენაა. სიცხესთან ერთად სავალალო შედეგს ხშირად ჭყლეტა იწვევს. გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა – მაშინ ჭყლეტას 2,1 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები