,,ეს ადამიანი ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია” – იონათამიშვილი დავით საყვარელიძეზე

,,ჯერ ეს ადამიანი ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია. მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ გვეუბნება, რომ თვითონ და მისი ჯგუფი არიან მოლოდინში, როდის გაიხსნება საქართველოში მეორე ფრონტი”, – ასე გამოეხმაურა დავით საყვარელიძის განცხადებას რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საყვარელიძე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციას გამოხატავს.

„ხან მაიდანზე ოცნებობენ ეს ადამიანები, ხან ბომბების ცვენაზე თბილისის თავზე და ომის კამპანიაზე. ფაქტია ამ ადამიანების მიზნები და ამოცანები რა არის. საყვარელიძე საკუთარ პოზიციებს არ გამოხატავს. ის გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, რომელიც არის ომისა და ღალატის პარტია“, – აცხადებს იონათამიშვილი.

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი „ქართველი ზელენსკის“ მოლოდინშია.

მსგავსი თემები