რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ტორეცკი.

მათივე ცნობით, დაიღუპა  ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 122 სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტევები ძირითადად ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით განხორციელდა.

მსგავსი თემები