რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა იყო, ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზებზე

რუსეთში ღამით დრონებით თავდასხმა იყო რამდენიმე ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო კრასნოდარის მხარეში, აფიპსკის რაიონში. ,,ტელეგრამ არხებმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უარყოფს.

რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ დრონით თავდასხმა იყო ქალაქ სლავიანსკი-კუბანზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეცა და ქალი დაიღუპა.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რასკაზოვსკის რაიონში პლატონოვსკაიას ნავთობის ბაზაზე, სადაც ავზს ცეცხლი გაუჩნდა. გუბერნატორის თქმით, ეს მოხდა ,,სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატის გამო”.

ეგოროვმა ასევე დაწერა, რომ დილით პერვომაისკის მუნიციპალურ ოლქში კიდევ ერთი თვითმფრინავის “ნარჩენები” აღმოაჩინეს. ის ამტკიცებს, რომ ეს დრონი „ჰაერში აფეთქდა“. გუბერნატორის თქმით, მსხვერპლი არ არის.

დრონებით ნავთობის ბაზაზე შეტევა იყო ადიღეს რესპუბლიკის სოფელ ენემში, გუბერნატორის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა, მსხვერპლი არ ყოფილა.

მსგავსი თემები