პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის წაქცევასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მდგომარეობა სტაბილურია.  

დაწესებულების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება.

ამ წუთებში, ციხის საავადმყოფოსთან მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ადგილზე იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის ახლობლები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ამ წუთებში შევიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. შესასვლელად ემზადება სახალხო დამცველის წარმომადგენელი.   

მსგავსი თემები