თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს.

“დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო საკრებულომ, რაც იპოდრომის ტყის ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა – იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი“- ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები