სოფელ წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის შეკეთება რამდენიმე დღეს გასტანს და მის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.

 

მსგავსი თემები