„კიდევ გვაქვს ორი შანსი“- ქომაგები საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის დასრულების შემდეგ

მოქალაქეები, რომლებიც დორტმუნდში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ, ამბობენ რომ წინ კიდევ ორი თამაშია და მოგების იმედი აქვთ. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ქომაგებს ნაკრების წარმატებების სჯერათ.

„ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ყოველთვის მჯერა მათი წარმატების. კიდევ გვაქვს ორი შანსი და აუცილებლად მოვიგებთ“- ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა, თუმცა თურქებმა მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:3 – მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

 

საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება

მსგავსი თემები