„დარწმუნებული ვარ საქართველო გაიმარჯვებს“- საქართველოში აშშ-ის ელჩი

„ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ – ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

ელჩი ამბობს, რომ ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან.

„ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი”- ამბობს ელჩი.

 

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა

მსგავსი თემები