ეროვნული ნაკრების თამაშს პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ეროვნული ნაკრების თამაშს  პრემიერი, ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან. საქართველოსთვის ისტორიული მატჩი დაიწყო. ეროვნული ნაკრები თურქეთს უპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყო.

დორტმუნდის სტადიონზე ქომაგებს შორის დაპირისპირება იყო. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ინფორმაციით, ტრიბუნებზე დაპირისპირება თურქმა ქომაგებმა დაიწყეს, როდესაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების მისამართით სხვადასხვა საგანი ისროლეს.

 

ისტორიული მატჩი  დაიწყო

მსგავსი თემები