დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს

თბილისში, დილიდან 3 წლის ბავშვს ეძებდნენ. დედამ შვილი ზაჰესის დასახლებაში დაკარგა.

მცირეწლოვანი ალექსანდრე ავსაჯანიშვილი დედას მაღაზიიდან დაეკარგა და დაახლებით 7 საათის განმავლობაში არსად ჩანდა. ძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ამ წუთებში შსს-დან აცნობეს, ბავშვი იპოვეს.

მსგავსი თემები