,,როცა ნაკრები გამოვა და იტყვის ,,მე ვარ საქართველო“, წარმომიდგენია, როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება მთელ ქვეყანას” – კახა კალაძე

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის პირ­ვე­ლი თა­მა­შის წინ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

კახა კა­ლა­ძემ ნაკ­რებს კი­დევ ერთხელ უსურ­ვა წარ­მა­ტე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რით გა­მოს­ვლა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბაა.

,,წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ხდე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში”- 1981 წლის 13 მა­ისს კოტე მა­ხა­რა­ძის ეს ცნო­ბი­ლი შე­ძა­ხი­ლი დღემ­დე იმ ემო­ცი­ი­სა და სი­ხა­რუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია, რაც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა.

დღეს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ დორ­ტმუნდში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ქცე­ულ მატჩზე გა­მო­ვა და იტყვის – “მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო”, წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი სი­ა­მა­ყის გან­ცდა და­ე­უფ­ლე­ბა ჩვენს თბი­ლისს და ჩვენს სა­ქარ­თვე­ლოს.

ფეხ­ბურ­თი არ არის მხო­ლოდ სპორ­ტი, ის არის გუნ­დუ­რო­ბის, ერ­თო­ბის, ბრძო­ლის, ძა­ლის­ხმე­ვის, დის­ციპ­ლი­ნის, ნი­ჭი­ე­რე­ბის და უდი­დე­სი შრო­მის სიმ­ბო­ლო. ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის ორ­გა­ნუ­ლი და ფა­სე­უ­ლია. ფეხ­ბურ­თი არის სპორ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რით გა­მოს­ვლა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბაა. დღეს დორ­ტმუნდში ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ითა­მა­შე­ბენ.

მინ­და კი­დევ ერთხელ წარ­მა­ტე­ბე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს. შე­მარ­თე­ბით, ბრძო­ლით, ჟი­ნით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ვი­პო­ვებთ გა­მარ­ჯვე­ბას. ბი­ჭე­ბო, თქვენს უკან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დგას. გა­მარ­ჯვე­ბე­ბი თქვენ!“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მსგავსი თემები