,,ზაფხულის სეზონი შედგა და სექტორმაც ამოისუნთქა”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა, როგორც სარესტორნო, ასევე სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის კუთხით. მისივე თქმით, ტურისტული სეზონი შედგა და სექტორმაც ამოისუნთა.

,,წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა, როგორც სარესტორნო, ასევე სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის კუთხით. ის ორწლიანი კოვიდვითარება, რომელიც გვქონდა და დიდი პრობლემები შექმნა ჩვენს სფეროში, დადებითად განვითარდა ამ სეზონზე, შემოსავლების და  დატვირთულობის კუთხით. შესანიშნავი სეზონი იყო, რა თქმა უნდა ის პრობლემები, რომელიც პოსტკოვიდის შემდეგ  გვქონდა (დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული ობიქტები) რეაბილიტირებული არ არის, თუმცა, სეზონი შედგა და გარკვეულწილად ამ სფეროში დასაქმებულებმა თუ მფლობელებმა ამოისუნთქეს,”- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

“რუსეთიდან შემოსული ნაკადი საქართველოში არ დარჩება” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები