„მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გააგრძელოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადა“- ლევან სილაგავა

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა ვადის გაგრძელება საჭიროა იმისთვის, რომ მუშაობა უფრო განჭვრეტადი იყოს.

„ფქვილზე საიმპორტო გადასახადი შემოივიდა იმის საპირწონედ, რომ რუსეთმა 2012 წელს მცურავი ბაჟი შემოიღო, რითიც  არათანაბარ პირობებში  ჩადგა ფქვილის და ხორბლის იმპორტი. ამან გამოიწვია ის რომ ფქვილის  „აგრესიული“ იმპორტი განხორციელდა საქართველოში. წისქვილკომბინატები არათანაბარი პირობების გამო გაჩერდნენ, რამაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებმაც მოსავლის ჩაბარება ვერ  მოახერხეს.  სწორედ ამას აბალანსებს საიმპორტო გადასახადი.  მაგალითად, ერთი ტონა ფქვილის იმპორტის დროს 250 ლარი, ქატოს იმპორტის დროს 100 ლარია.  გადასახადი შემოვიდა შარშან, 11 ივნისს. ამან მოგვიტანა სტაბილურობა პურის ბაზარზე, ხორბალზე და ყველაზე მთავარი, საიმპორტო გადასახადით 30 მილიონ ლარამდე შეგროვდა საქართველოს ბიუჯეტში.  იმ შემთხვევაში თუ მომავალში პურის ფასთან მიმართებით პრობლემა წარმოიშვება ეს 30 მილიონი ლარი შეიძლება გამოყენებულ იქნას დასასტაბილურებლად. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სექტემბრის შემდეგ გააგრძელოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადა. გამომდინარე იქიდან, რომ  უფრო განჭვრეტადი იყოს ჩვენი მუშაობა. როგორც წისქვილების, ისე მეპურეების და მეხორბლეების“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხებათ პურის მწარმოებლებს, მათი პოზუციაა, რომ მსგავსი გადასახადი ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდეს. როგორ ,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე – მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“  განაცხადა, “მეხორბლეებმაც უნდა იმუშავონ და მეპურეებმაც. გამოსავალი ისევ ჩვენს ხელშია”.

როგორია ხორბლის ფასების ტენდენციები მსოფლიო ბაზარზე – ლევან სილაგავა “მედიაცენტ მთავარში”

მსგავსი თემები