ჩეხეთში პოლიგონზე აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

ჩეხეთის არმიაში აცხადებენ, რომ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ჩეხეთის შეიარაღებული ძალები სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.

საბრძოლო მასალის აფეთქება ლიბავას სამხედრო პოლიგონზე მოხდა. მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა შვიდი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

მსგავსი თემები