რუსეთში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები.

მსგავსი თემები