„ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად“- მაკრონი

„ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია“– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომი გლობალურია.

„არის წინაპირობა, რომ დავეხმაროთ უკრაინას ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევაში. არის მხოლოდ ერთი აგრესორი და მსხვერპლი; მეორე, მკაფიოდ უნდა ვახსენო კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ ამ ოთახში არავინ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინას მისი სუვერენიტეტის ფარგლებში.

ეს ომი გლობალური საკითხია. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენი საერთაშორისო წესები და სიმშვიდეში არსებობის შესაძლებლობა საფრთხეშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, რათა საზღვრები და სუვერენიტეტი იყოს დაცული“- მაკრონი

მსგავსი თემები