6 თვის შემდეგ ქეით მიდლტონი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის დაბადების დღეს ესწრება. 6 თვის  შემდეგ, უელსის პრინცესა საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა.

2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. მიდლტონმა, პირველ გამოჩენამდე, საზოგადოებას სიმსივნესთან ბრძოლის შედეგები და სირთულეები გაუზიარა. მან განაცხადა, რომ მკურნალობა ჯერ კიდევ გრძელდება.

მსგავსი თემები