„რუსეთმა უკრაინას მიყენებული ზიანისთვის 486 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს“- “დიდი შვიდეული”

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. რაც  მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაცია, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“ – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რათა აიძულონ რუსეთი, უკრაინას მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

 

მსგავსი თემები