უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. გადაწყვეტილების მიხედვით 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიწყება, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი პოზიციას არ შეიცვლიდა, მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეიძლება გაჭიანურებულიყო, როდესაც სწორედ ბუდაპეშტს უწევს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

 

მსგავსი თემები