უკრაინის ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

ჟურნალისტებმა უკრაინაში ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. ასეთი შედეგი იმ კვლევისა, რომელსაც „მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის განმავლობაში ატარებს.

ანგარიშები ქვეყნდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ივნისის დასაწყისიდან პერიოდში დადასტურდა კიდევ 1 689 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა. სეპარატისტული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2022 წლამდე არ იყვნენ რუსეთის არმიის შემადგენლობაში, არ შედიან საერთო ჯგუფში. გარდა ამისა, სტატისტიკაში არ შედის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგი, 19 547 ჯარისკაცი, რომელთა შესახებ ცნობა ხელთ ჩაუვარდათ გამოკვლევის ავტორებს.

მსგავსი თემები