პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნა. ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. ასევე, საუბარია რომ  მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

გარდა ამისა,  პრეზიდენტი ვეტოში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, სათანადო განხილვისა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის კონსენსუსის გარეშე.

 

„საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება სწორია“- ბოკუჩავა

მსგავსი თემები