ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს. ამავე ცნობით, უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან გალილეისა და გოლანის მაღლობის მიმართულებით, ასევე გაუშვეს,  5 „საეჭვო საჰაერო ობიექტი“ რომელთაგან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 3 გაანადგურა.

ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი თემები