„27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ“- განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა. მინისტრის ინფორმაციით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

მათ შორის: გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა – სახელმწიფო უნივერსიტეტების 5 000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300-ლარიან სტიპენდიას იღებს;  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ – ჯამში 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ.

მსგავსი თემები