„ეს დაწესებულება „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ სინამდვილეში არის სამარცხვინო“- ელისაშვილი

„ეს დაწესებულება „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას – დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ“- აცხადებს  “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.  მან  “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან” ბრიფინგი გამართა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღნიშნულ ორგანიზაციას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

 „ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. მთელი ეს ძალადობა, წაქცეულზე რომ მირტყამდნენ გაშმაგებით, ჩანდა კადრებში. ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას“- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები