სავალდებულო სასკოლო განათლება 9-ის ნაცვლად, 10-წლიანი იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლის თანახმად, სკოლებში საბაზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და გახდება ოთხწლიანი, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2 წლიანი იქნება.

„მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 10 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისი თქმით, სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.

 

მსგავსი თემები