,,გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ” – პირველი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ მის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აშშ არ დაასანქცირებს.

კითხვაზე, რატომ ფიქრობს ასე, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ”.

„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი, რომ არ იქნება დასანქცირებული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ,” – ამბობს ბატიაშვილი.

მსგავსი თემები