,,უკრაინა Patriot-ის სისტემასა და სხვა დახმარებას უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებს” – შოლცი

გერმანიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ღონისძიების ყველა მონაწილეს მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას.

,,მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას მივაწვდით მესამე პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T დანადგარს, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უკრაინაში გადავა უახლოეს თვეებში და კვირებში”, – თქვა შოლცმა.

ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე შოლცმა თქვა, რომ ,,უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპაში. და ამიტომ დღეს ბერლინში ჩვენ ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად”.

მსგავსი თემები