ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს საღამოს ბერლინში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფორენეციაში და მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული “საჰაერო ტერორის პირობებში”, გადაუდებელი გადაწყვეტილებები უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

,,ჩვენ ვისაუბრებთ ოლაფ შოლცთან შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ”, – დაწერა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, აპირებს შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან.

მსგავსი თემები