მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს

განადგურებულია ხეხილის ბაღები, ვენახი და ყანები. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შეუქმნა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებს. დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, წელს შემოსავალს ვერ აიღებენ, რადგან სტიქიამ ყველაფერი გაანადგურა.

„პომიდორი, ლობი, სიმინდი – ყანა მქონდა ძვირფასი.  ვენახი – არაფერი არ ვარგა. მიწაზე გაასწორა ყველაფერი“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ადგილობრივები ამბობენ, მათი იმედი წელს ვენახი იყო, რაც სტიქიამ სრულად გაანადგურა.

„დაანგრია სახლები, ახადა ჭერი. გაგვიფუჭა მანქანა. სასწაული ვენახები გვქონდა. ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ჩემს მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, დავამარცხეთ სიმსივნე და ვენახზე ვიყავით შეჩერებული. ახლა შეიძლება გახმესო, არაფერი ეშველება.მოგვხედოს ვინმემ“- ამბობს ადგილობრივი.

გუშინ, უამინდობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი თემები