“თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე”„- ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს.

„რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის.

 

 

მსგავსი თემები