რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დერჰაჩის თემს, ადგილობრივი დროით, დილის 9:30 საათზე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა კაცი და დაშავდა ორი ადამიანი.

ხერსონის გუბერნატორის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით კი, რუსეთი ასევე თავს დაესხა ქალაქ ხერსონში მდებარე სახლს რის შედეგადაც 102 წლის ქალი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები