,,ახლა დრო არის, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცახადებით, ახლა არ არის დრო ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს, უკრაინას, თუ მოლდოვას. მისი თქმით, საჭიროა ევროკავშირმა დაუყონებლივ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც გარწმუნებთ, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. ამის შემდეგ, სწორად გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას.

რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას ამ კუთხით. ვფიქრობ, დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს, უკრაინას, თუ მოლდოვას. დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი. თავად დააჩქარა პროცესი, კითხვარის შედგენას როდესაც სჭირდება თვეები, რამდენიმე კვირაში შეადგინა. ჩვენც პასუხები მოგვთხოვა არა ერთ წელიწადში, არამედ ერთ თვეში. ამით ჩვენ მოგვცა სამივე ქვეყანას, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დრო არის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები