,,ხაბეიშვილი სადღაც მაინც შევარდა და თავის თავზე ერთი ვაჟკაცობა აიღო” – იაგო ხვიჩია

,,ჯანდაცვის არგუმენტით თანამდებობიდან წასვლა ყოველთვის პრობლემურია, როცა ეს გენპროკურორმა თქვა, ბევრმა არც მაშინ დაიჯერა და არ გამიკვირდება, რომ ეს „ხაბეს“ შემთხვევაშიც ბევრმა არ დაიჯეროს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა არ გამოუვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა.

„დაპირებას თუ გულისხმობთ, რომ ხაბეიშვილმა შევვარდები და მიშას გამოვიყვანო, ეს არ გამოვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა და თავის თავზე ერთი ვაჟკაცობა აიღო, რაც არ არის ცოტა. ეს აქციაზე იყო. მთლად ისე არ მიდის, ერთი ხელი მოხვდა და ესეც არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები