,,აფხაზეთი მე ვარ“

ღონისძიების – „აფხაზეთი მე ვარ“ ფარგლებში, მთაწმინდის პარკში  აფხაზეთის ომის ვეტერანები, ,,მშვიდობის ელჩები,“ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროექტის ფარგლებში, ასევე, გამოიცა წიგნი „აფხაზეთი მე ვარ“.

როგორც ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველოს“  წარმომადგენლები აცხადებენ, წიგნში შესულია 73 მეომრის ისტორია და 4 დოკუმენტურ – მხატვრული ფილმი.  ფილმები მიეძღვა სოხუმის დაცემის დღეს, ფასანაურის „თეთრი არწივის“  ,,თბილისის“  და „რუსთავის ბატალიონებს. ფილმებში 35 აფხაზეთის ომის ვეტერანი მეომარი მონაწილეობს. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის – „აფხაზეთი მე ვარ“  მეხუთე ნაწილის გადაღება.

ორგანიზატორების განცხადებით,  პროექტის მიზანია საზოგადოებას და  მომავალ თაობას დაანახონ, რომ აფხაზეთი ჩვენი ყველაზე მტკივნეული ნაწილია.

 

მსგავსი თემები