ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ცუდი შედეგი აჩვენა

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა“,- წერს Reuters-ი.

გამოცემის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 30%-ით.

როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია.

„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

მსგავსი თემები